ადვოკატი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის რევაზ შიუკაშვილის ადვოკატი ქეთევან მირიანაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

„დაცვის მხარეს აქვს შუამდგომლობა, რომ ვინაიდან არ არის ბრალის სტანდარტი და ბრალდების მხარეს არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი, უნდა შეწყდეს რევაზ შიუკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. ამ შუამდგომლობას განვიხილავთ და გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა სასამართლოში აღნიშნული საქმე.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება თუნდაც რაიმე შემხებლობა რევაზ შიუკაშვილის აღნიშნულ დანაშაულთან, ბრალდების მხარეს არ გააჩნია", - განაცხადა მირიანაშვილმა.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილია დაკავებული.

ამავე საქმეში ბრალდებულია კიდევ ორი პირი, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი თუმცა, ისინი სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავებულები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნილად გამოაცხადა.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა