„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საგაზაფხულო აქციას იწყებს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 13 მარტიდან საგაზაფხულო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს, გაზაფხულის სეზონზე, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ აცნობეს, Corolla-ს მფლობელები, რომლებიც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საგაზაფხულო აქციაში ჩაერთვებიან, ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლას ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეძლებენ, Prius-ის, Camry-ს და Toyota RAV4-ის მფლობელებსკი ამ მომსახურებას 125ლარად გაუწევენ.

„დამატებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საგაზაფხულო აქციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცემს 10%-იანი ფასდაკლების ბარათს, რომლის გამოყენებაც „ტოიოტას“ მფლობელებს სამომავლოდ, მრავალჯერადი მომსახურების მიღებისა და ავტონაწილების შეძენის დროს შეეძლებათ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ საგაზაფხულო აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, ასევე ავტონაწილები არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ასევე მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საგაზაფხულო აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2511 032 2 522 022; www.toyota-tbilisi.com

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო