ქართული პროდუქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 3 ქართული კომპანია ჰონგ-კონგში ტყავის და ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში APLF მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა, რომელიც 13-დან 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ამ სფეროში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენა დაახლოებით 23 000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, კერძოდ: „გეფერინი“, „ჰუმანოიდი“ და „კოსმო“. აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტის თვეში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის „გეფერინი“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ გამოფენაში, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს „გეფერინსა“ და კომპანია „InterBlock Hong Kong Limited” შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა