ჯეიმს აპატურაი - ნატო განიხილავს კონკრეტული მხარდაჭერის საკითხს უკრაინისა და საქართველოსთვის

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეინარჩუნებს ზეწოლას რუსეთზე და განაგრძობს ევროკავშირის სანქციების მხარდაჭერას. ასევე განაგრძობს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინისადმი. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის მიერ მოწყობილ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი განიხილავს პარტნიორი ქვეყნებისადმი კონკრეტული მხარდაჭერის საკითხს, განსაკუთრებით უკრაინისა და საქართველოსთვის, როგორც ერთ-ერთ ძირითად ზონას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

„ჩვენ, მაგალითად, უკრაინას ვეხმარებით საზღვაო აკადემიის აღდგენაში, რომელიც სევასტოპოლიდან ოდესაში გადავიდა. ჩვენ ვახდენთ და მომავალშიც განვახორციელებთ ინვესტირებას პრაქტიკულ თანამშრომლობაში“, ,- განაცხადა აპატურაიმ.

მანვე აღნიშნა, რომ ნატოს გააჩნია სწავლებათა გრძელი სია, რომლებიც მიმდინარე წელს შავ ზღვაში უნდა გაიმართოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო