სუს-ის  უფროსის პირველი მოადგილე ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერთან, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ აღნიშნულ სფეროში საქართველოს გამოცდილებით. გრიგოლ ლილუაშვილმა ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოში გატარებული რეფორმები და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი შოთა რიჟამაძე, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლები, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე და ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის წევრები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა