დავით ზალკალიანი - საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვანუატუს მთავრობის მხარდაჭერას ვაფასებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს რალფ რეგენვანუს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში უწყების მინისტრებმა ხელი მოაწერეს მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი პირველ შეხვედრა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც ვისაუბრეთ რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. საქართველოს და ვანუატუს რესპუბლიკების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ნათელ მაგალითს. ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ვანუატუს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მადლობელი ვართ, რომ ვანუატუს რესპუბლიკა ურყევად ატარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული დაცვით.

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვანუატუს რესპუბლიკასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და გამოვთქვამთ გავაგრძელოთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დაწყებული დიალოგი," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ეს ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა