გიორგი მიქაუტაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - წყარო არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სასამართლოს მიმართ ერთი და იგივე პრეტენზიებს გამოთქვამენ

წყარო, რაზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს, არის ისევ და ისევ კოაოლიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სასამართლო სისტემის მიმართ ერთი და იგივე პრეტენზიებს გამოთქვამენ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ განუცხადა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემის ხარვეზებზე არის საუბარი.

მიქაუტაძემ მაგალითად მოიყვანა სასამართლო საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამა, რომლის შესახებაც, მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი შეხვედრა ჰქონდათ.

„ერთადერთი რაც შემიძლია ამ დასკვნის შესახებ ვთქვა, პირდაპირ არის დასკვნაში მითითებული წყარო რაზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს, წყარო არის ისევ და ისევ კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, გასაგებია უკვე, სასამართლო სისტემის მიმართ გამოთქვამენ ერთი და იგივე პრეტენზიებს. შემიძლია კიდევ ერთხელ გავცე პასუხი იმ ბრალდებას რომელიც წარმოდგენილია. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამა, რომელზეც ჩვენ არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა მათი პრეტენზია გავაბათილეთ მტკიცებულებებით, რომ ელექტრონული განაწილების პროგრამა მუშაობს ხარვეზების გარეშე და იქ ჩარევას ადგილი არ აქვს. თუმცა, ჩვენ მაინც გვესმის მათი მხრიდან ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციები", - განაცხადა მიქაუტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს