დავით ზალკალიანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე - ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე, მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს

ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე, მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს ყველა ელჩს დავალებული აქვს, რომ მომხდარის შესახებ აცნობონ საერთაშორისო პარტნიორებს.

„ექსპერტიზის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნება ეს დასკვნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მყისიერად გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო აქტორთან, მათ შორის ევროკავშირისა და გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან. ყველა ჩვენს საელჩოს მიეცა ინსტრუქცია, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ხვალ ჩანიშნული მაქვს შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც სოხუმიდან დაბრუნდება და მისგან მოვისმენ, რა ინფორმაცია გააჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა. აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონში, ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა