FAO-მ და მერძევეთა ასოციაციამ ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მერძევეობის ასოციაციასთან ერთად, მეცხოველეობის სექტორზე შექმნილი ორი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი გამოავლინა. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ ჟურნალისტები: თამთა წერეთელი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ფერმიდან“და მაგდა მამაცაშვილი - ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილიდან“. თავიანთ სატელევიზიო სიუჟეტებში მათ მესაქონლეობის სექტორში არსებული გამოწვევები და საჭიროებები, ასევ საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობა ასახეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, გამარჯვებულების დაჯილდოება, რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესის გახსნაზე გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მოხდა იმ სატელევიზიო ნამუშევრების ჩვენება, რომლებმაც აღნიშნული ჯილდო დაიმსახურეს.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვალინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: კატერინა პობერეჟნა - FAO-ს პროექტის კოორდინატორი, მერაბ ჩხარტიშვილი - საქართველოს მერძევეობის ასოციაციის დირექტორი, ნატა ძველიშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, გიორგი მგელაძე - „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს წევრი.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა საქართველოში 2012 წლიდან ინერგება და მის მთავარ მიზანს მეცხოველეობის სექტორის განვითარება და სურსათის უვნებლობის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიკაციის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისები სრულიად უფასოა ფერმერებისთვის, მოსახლეობაში დღემდე არსებობს უსაფუძვლო შიში პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მსგავსი საინფორმაციო ხასიათის მასალები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობენ ხელს.

კონკურსის უმთავრეს მიზანს, მეცხოველეობის სექტორზე, სურსათის უვნებლობასა და ზოონოზურ დაავადებებზე მოსახლეობის ინფორმირების დონის გაზრდა წარმოადგენდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო