„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართავენ

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართავენ და კომპანისთვის დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების მათ მიერ შეთავაზებული გრაფიკის მიხედვით გადახდას მოითხოვენ.

აღნიშნული განცხადება „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნატო ფიცხელაურმა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „ოჯთ“-ის ფაბრიკაში გააკეთა.

„მოგმართავთ „ომეგა ჯგუფის“ მშრომელი ხალხის 1500 თანამშრომლის სახელით, როგორც საქართველოს მთავრობის რეალურ მმართველს, ბოლო პერიოდში განვითარებული მდგომარეობის გამო, ბატონო ბიძინა, ჩვენთვის უბრალო მშრომელი ხალხისთვის კარგად გასაგებია მიზეზი „ომეგას“ ფაბრიკის გაჩერების, რომელიც მდგომარეობს მთავრობის განაწყენებაში, რადგან ჩვენმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა პირველად საქართველოში გამოამჟღავნა მტკიცებულებები კორუფციის, გამოძალვისა და რეკეტის მმართველ ვერტიკალში. ამავე დროს არ შეასრულა თქვენი მოთხოვნა, არ წაიკითხა პრეზიდენტის არჩევნების დროს გადმოცემული ტექსტი, როგორც თქვენთან დაახლოებულმა და მერე მოძულებულმა ბანკირმა ჩაიდინა. ჩვენ უბრალო მშრომელი ხალხი ვმუშაობთ „ომეგა ჯგუფში“ თითქმის 30 წელია, გვეამაყება, რომ ჩვენი შრომის შედეგად ბიუჯეტში „ომეგა ჯგუფმა“ შეიტანა 1,5 მილიარდზე მეტი ლარი და ამავე დროს ჩვენი შრომის შედეგი არ ემსახურებოდა კორუფციას. მაგალითისთვის 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ავმუშავდით შევიტანეთ 6 მილიონი ლარი, ხოლო ჩვენმა ხელახალმა გაჩერებამ 2019 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში სახელმწიფო ბიუჯეტს დააკარგვინა 12 მილიონი ლარი. ჩვენ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების სახელით მოგმართავთ, რომლებსაც ჯერ კიდევ გვჯერა, რომ მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შრომის უფლებას ჩვენს ფაბრიკასა და კომპანიაში, რომელიც სულ წარმატებული იყო მისი არსებობის პერიოდში, 30 წლის განმავლობაში.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანი და ჩვენი ოჯახების შემოსავალი „ომეგას“ ფაბრიკის უწყვეტი წარმოებით გამომუშავდება. სამწუხაროდ მთავრობა არ გვაძლევს ფაბრიკაში მუშაობის საშუალებას, „ომეგას“ მხრიდან შეთავაზების მიუხედავად, რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მთავრობისთვის წარდგენილი გრაფიკის მიხედვით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული გრაფიკი, რომ სრულად დაფაროს ასრებული ვალდებულება მთავრობისთვის უნდა იყოს მისაღები, რაც საუკეთესო იქნება სახელმწიფოში ბიზნესის თავისუფლებისთვის, კორუფციის და ძალმომრეობის აღმოფხვრისთვის. „ომეგა ჯგუფი“ კი იქნება წარმატებული ბიზნესის, მშრომელი ხალხის, უფლებების და თავისფლებების საუკეთესო მაგალითი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც „ომეგას ჯგუფის“ თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის მიმართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა