ზურაბ ჭიაბერაშვილი - გიორგი გახარია და შსს რეაგირებას აკეთებს იმაზე, რა დაკვეთაც ივანიშვილისგან მოდის

გიორგი გახარია და შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას აკეთებს იმაზე, რა დაკვეთაც მოდის ბიძინა ივანიშვილისგან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ გასაჯაროებულ მამუკა ხაზარაძის შს სამინისტროში გაგზავნილ წერილებს.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, "თიბისი ბანკზე" კიბერშეტევა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ განხორციელდა და ლოგიკური რეალობაა, რომ გახარია ამაზე რეაგირებას არ ახდენს.

"ზოგადად, გახარია და შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას აკეთებს იმაზე, რა დაკვეთაც მოდის ბიძინა ივანიშვილისგან. სხვა მხრივ, გაზრდილი კრიმინალი, მოქალაქეების ყოფა, მათი უსაფრთხოება - გახარიას ინტერესში არ შედის. "თიბისის" აიტი სამსახურმა დაადგინა, საიდან მოდიოდა კიბერშეტევა და საბოლოო ჯამში, ირკვევა, რომ ეს სწორედ ის ჯგუფებია, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობასთან. ის, რომ გახარია ამაზე რეაგირებას არ აკეთებს, სამწუხარო ლოგიკური რეალობაა. სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა "თიბისი ბანკიდან" შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევის ფაქტზე გაგზავნილი ოთხი წერილი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეოთხე წერილში მამუკა ხაზარაძე შს მინისტრს გიორგი გახარიას წერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი. წერილი 2019 წლის 24 იანვრით არის დათარიღებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა