„საქართველოს ბანკი“ - უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, შექმნილი უძრავი ქონების ახალი პლატფორის Area.ge-ს ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს, ვისაც ციფრული პლატფორმის დახვეწისა და შემდგომი განვითარების მიზნით პროცესში მონაწილეობა სურს, აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს ონლაინ პლატფორმაზე https://beta.area.ge/ და მიიღოს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ბენეფიტები. კერძოდ, უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა/გაქირავებით დაინტერესებულ პირებს, მათ ვინც განსაკუთრებით აქტიური იქნება განცხადებების განთავსების კუთხით, Area.ge პრემიუმ სერვისებს სთავაზობს, რაც გულისხმობს განცხადებების ვებგვერდზე კონკრეტული ვადით უფასოდ ატვირთვას. ასევე, ფოტოგრაფის მომსახურებას მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალის განსათავსებლად.

Area.ge პირველი თანამედროვე პლატფორმაა საქართველოში, რომელიც უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და საძიებო სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. Area.ge-ის უპირატესობას წარმოადგენს დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. პლატფორმის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია. Area.ge ბაზარს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს ვებგვერდის დიზაინის, ძებნის ნავიგაციისა და განცხადებების ნამდვილობის გადამოწმების კუთხით. პლატფორმაზე დაინერგა მოხმარებლის ქცევის შემსწავლელი სისტემები, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას, განმეორებით ვიზიტებზე იხილონ მათთვის საინტერესო განცხადებები.

„საქართველოს ბანკი“ კვლავაც განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. Area.ge არის ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის, იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი, ინტერესს დააკმაყოფილებს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს