ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობამ ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის შედეგად, ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩაზე დაახლოებით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.

„გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, მათ შორის, ბერთუბანში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას ახორციელებს. აღნიშნულ დასახლებას წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს B & B ახორციელებს, მაისში დასრულდება. წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 597 695 ლარი გამოიყოფა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს