ანრი ოხანაშვილი - ოპონენტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათთვის სასურველ ადგილებს კითხულობენ

ოპონენტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მათთვის სასურველ ადგილებს კითხულობენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ოხანაშვილი ოპოზიციას ურჩევს, ანგარიშში ის ადგილები წაიკითხონ, სადაც მედიაპლურალიზმსა და კანონის უზენაესობის დაცვაზეა საუბარი.

„ეს არის თავმოყრა იმ შეფასებებისა, რომელიც ასახულია მაგალითად, ეუთოს დასკვნაში, სახალხო დამცველის რეკომენდაციებში და ა.შ. ჩვენთვის ნებისმიერი შეფასება აშშ-ის დეპარტამენტის მხრიდან ყოველთვის არის ღირებული და ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ სხვადასხვა მიმართულება. რა თქმა უნდა, ოპონენტები კითხულობენ მათთვის სასურველ ადგილებს. ანგარიშში რა თქმა უნდა, არის შენიშვნები. დემოკრატიული პროცესი შენიშვნების გარეშე არ არსებობს, რასაც ჩვენ თვალს ვუსწორებთ და ვაუმჯობესებთ, თუმცა ოპოზიციას ვურჩევ, რომ წაიკითხონ ასევე ადგილი, რომელიც ეთმობა მედიაპლურალიზმს, კანონის უზენაესობის დაცვას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, საუბარი ამ გამოწვევებზე და ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ჩემთვის ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში ასახულია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჩადენილი დანაშაულებები და კანონდარღვევები, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო