ანრი ოხანაშვილი „თიბისიდან“ შსს-ში გაგზავნილ წერილებზე - გამოძიება გაჭიანურდა თუ არა, ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთ

გამოძიება გაჭიანურდა თუ არა, ჩვენ ჯერ ამაზე ვერ ვისაუბრებთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „ტვ პირველის" მიერ გასაჯაროებულ მამუკა ხაზარაძის შს სამინისტროში გაგზავნილ წერილებს. ოხანაშვილმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ საგამოძიებო ორგანო ყველაფერს გააკეთებს, რათა კითხვები არ დარჩეს.

„გამოძიება გაჭიანურდა თუ არ გაჭიანურდა, ჩვენ ჯერ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. არსებობს საგამოძიებო ტაქტიკა და მეთოდოლოგია. რომელი საგამოძიებო მოქმედება როდის უნდა ჩატარდეს, როდის უნდა გამოიკითხოს პირი, როდის უნდა მოხდეს კონკრეტული მტკიცებულების ამოღება და ა.შ - ეს არის საგამოძიებო ორგანოს კომპეტენცია. მე მჯერა, რომ საგამოძიებო ორგანო ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დარჩეს არანაირი შეკითხვა. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი პირები ძალიან აქტიურად ითანამშრომლებენ საგამოძიებო ორგანოებთან", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ტელეკომპანია "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა "თიბისი ბანკიდან" შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევის ფაქტზე გაგზავნილი ოთხი წერილი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეოთხე წერილში მამუკა ხაზარაძე შს მინისტრს გიორგი გახარიას წერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი. წერილი 2019 წლის 24 იანვრით არის დათარიღებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა