აუდიტის სამსახურის ჩართულობით, ჰაერის ხარისხზე საერთაშორისო აუდიტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ არის

15 ქვეყნის და ევროკავშირის აუდიტორებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის ერთობლივი აუდიტი ჩაატარეს.

აუდიტის მიზანი იყო გაერკვიათ, ახორციელებენ თუ არა აუდიტში მონაწილე ქვეყნების მთავრობები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებს და იცავენ თუ არა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებს.

ერთობლივი აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მთავრობების მცდელობები, განახორციელონ ეფექტიანი ქმედებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, წარუმატებლად სრულდება და შესაბამისად, ვერც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა ხერხდება.

ჰაერის ხარისხი არც საქართველოში აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შესაბამისობაში, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რომელთა შორის ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანად ავტომობილების გამონაბოლქვია დასახელებული.

ერთობლივი აუდიტის შედეგების მიგნებებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ სამოქმედო გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებას შორის, აქტივობების ეფექტიანობის პერიოდულ მონიტორინგს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სხვა ღონისძიებებს

ერთობლივი ანგარიში საქართველოს, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება.

აღნიშნული ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვეგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა