„თბილისის ბიზნეს სახლთან" თარჯიმნებმა აქცია გამართეს

„თბილისის ბიზნეს სახლთან" თარჯიმნებმა აქცია გამართეს. ისინი „თბილისის ბიზნეს სახლს" კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას სთხოვენ. როგორც თარჯიმნებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, უკვე რამდენიმე თვეა კომპანია "თბილისის ბიზნეს სახლს" კუთვნილი ხელფასების გაცემას უშედეგოდ სთხოვენ. თარჯიმნების განმარტებით, ზოგიერთ მათგანს გასული წლის ზაფხულის ხელფასიც არ აუღია.

"თბილისის ბიზნეს სახლის" თარჯიმნის ნაზი ბიძინაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც თარჯიმნობას უწევენ, თანხას "თბილისის ბიზნესს სახლს" ურიცხავენ, თუმცა „თბილისის ბიზნეს სახლი“ მათ ხელფასს არ აძლევს და განმარტავს, რომ თანხები დროულად არ ერიცხებათ.

„თურქული, აზერბაიჯანული, რუსული და ინგლისური ენების თარჯიმანი ვარ. ორი წლის წინ დავიწყე მუშაობა ამ კომპანიაში- "თბილისის ბიზნეს სახლში". ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი კუთვნილი ხელფასი დროულად ამეღო. ყოველთვის რამდენიმეთვიან დავალიანებას აქვს ადგილი. მიზეზად სახელდება ის, რომ სახლმწიფო უწყებები დროულად არ ურიცხავენ კომპანიას თანხებს და ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენი დავალიანების დაფარვას. ეს სიცრუეა, რადგან მე მათთან საბუთები არაერთხელ მივიტანე, რაც ადასტურებდა, რომ მათ ანგარიშზე სახელმწიფო უწყებებიდან თანხები ჯდება, თუმცა კომპიუტერის ეკრანზე მაჩვენეს, რომ ანგარიშზე არაფერი აქვთ. ანუ უცნობია რა მიმართულებით ქრება სახელმწიფო უწყებიდან კომპანიისთვის ჩარიცხული თანხები", -განაცხადა ნაზი ბიძინაშვილმა.

კიდევ ერთი თარჯიმნის, მაგამედ მამედოვის განცხადებით, მისი სახელფასო დავალიანება ამ დროისთვის 2 370 ლარს შეადგენს.

„უკვე ერთი წელია, რაც კომპანიაში ვმუშაობ და თარჯიმანი ვარ. ვთარგმნი აზერბაიჯანული, თურქული და სპარსულ ენებიდან. კომპანია ფულს არ მირიცხავს. ამბებენ, რომ თანხები არ აქვთ ანგარიშებზე. არადა, ვიცით,რომ ვემსახურებით სახელმწიფო ორგანოებს და თუ სახელმწიფო ორგანოები არ ურიცხავს ამ კომპანიას თანხას, მაშინ არ მიიღონ ტენდერებში მონაწილეობა. ვიცით, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. სინამდვილეში კი, სახელმწიფო ორგანიები ურიცხავენ თანხას და ჩვენ, ჩვენი შრომის ფასს არ გვიხდიან",- განაცხადა მამედოვმა.

თარჯიმნების გამცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და კუთვნილ სახელფასო დავალიანებას არ მიიღებენ, სასამართლოს მიმართავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა