დავით ზალკალიანი - სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ამოცანები დაისახა, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების შეკავებაა

2019-2022 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტში დაისახა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების შეკავებაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა დეპუტატებს, უწყების სამოქმედო გეგმები და ამოცანები გააცნო. მისი თქმით, ასევე, სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არაღიარების პოლიტიკაა.

„ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანაა სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. როგორც მოსალოდნელი იყო და ალბათ არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და აღნიშნული მიზნის მისაწევად დოკუმენტში დაისახა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა, ისეთი როგორიცაა: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების შეკავება, ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული მდგომარეობის და მათი უფლებების დაცვის გაუმჯობესება, დევნილთა მშვიდობიანი დაბრუნება, საოკუპაციო ხაზის მიერ გაყოფილი საქართველოს მოსახლეობის შერიგების და ნდობის აღდგენის, ურთიერთობის გაღრმავების ხელშეწყობა, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამყარება და საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ის, რის განხორციელებასაც ჩვენ ვგეგმავთ იმ მიზნის მისაღწევად, რაც დაკავშირებულია სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენასთან“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა