ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. აღიარებით, - ამის შესხებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გარდაცვლილი 29 წლის საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე „რუსთავი 2“-ის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას.

„ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია და რა თქმა უნდა ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. აღიარებით. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზს გამუდმებით წევენ. ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“- აცხადებს სტოლტენბერგი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა