დავით ზალკალიანი - საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებაზე.

ამ მიმართულებით შედეგები მინისტრმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრების გააცნო.

“ლიეტუვას რესპუბლიკამ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებენ დონეზე მიიღო სანქციები. ევროპარლამენტმა ძალიან მწვავე რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, რომ შემზღუდავი ზომები დააწესოს. ირლანდიის რესპუბლიკის სენატმა ასევე მიიღო მსგავსი სახის რეზოლუცია. აშშ-სთან ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე. აშშ-ს მხრიდან გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც გამოიხატა საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიცირებასა და მის ერთხმად მხარდაჭერაში წარმომადგენლობით პალატაში, სადაც პირდაპირ არის მინიშნება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“. აშშ-ს კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში სირიასა და ნაურუს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო გამოყენებულია ტერმინი “ოკუპაცია“ და გარკვეულწილად სანქციებზე არის საუბარი იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისაკენ ნაბიჯს გადადგამს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარადგენს. ასევე დეპუტატები ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს მოისმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა