დავით ზალკალიანი - მინდა დაგარწმუნოთ, რომ  უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ დროისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, უვიზო მიმოსვლა არის ქვეყნის დიდი მონაპოვარი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს პოზიცია და ოპოზიცია. მისივე განმარტებით, ყველა უნდა გაერთიანდეს, რათა მოხდეს პრევენციული მექანიზმების კუთხით ზომების მიღება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ მონაპოვარის შენარჩუნება მოხდეს. ამაზე გვქონდა მსჯელობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ წუხილზე, რომელიც მოდის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ამაზე გვაქვს ადეკვატური ზომები მიღებული, როგორც საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით, ასევე საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ დროისთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ დგას დღის წესრიგში. მე ამას გეუბნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადმოცემით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოვდუნდეთ. მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, რადგანაც ეს არის თემა, რომელზეც არ უნდა არსებობდეს ოპოზიცია და ხელისუფლება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა