დავით ზალკალიანი - შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპის ქვეყნებში პოლიციის ატაშის ინსტიტუტს აფართოებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპის ქვეყნებში პოლიციის ატაშის ინსტიტუტს აფართოებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, „კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით დინამიკა არ გვაქვს“.

„თუმცა, აქ ძალიან ეფექტური თანამშრომლობაა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის და ამას აღიარებენ ჩვენი პარტნიორები. თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს პოლიციის ატაშის ინსტიტუტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს ამ ინსტიტუტს. ისინი ძალიან ეფექტურად მუშაობენ იმისთვის, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც არის კრიმინალთან დაკავშირებული, იყოს მყისიერი რეაგირების საგანი. ეს არის ძირითადი წუხილის საგანი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ისინი აფასებენ, რომ ჩვენ ეს გვაქვს დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე. მთავარია. ჩვენ მათ დავანახოთ ქმედება ამ მიმართულებით, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარდგენს. ასევე დეპუტატები ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს მოისმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა