ადვოკატი - იაგო ნებიერიძეს ორი დღის წინ შევხვდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული და დასუსტებულია

იაგო ნებიერიძეს ორი დღის წინ შევხვდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, რაც ახალი შეწყვეტილი აქვს და დასუსტებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული იაგო ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ნებიერიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად აქვს და არ ცრუობს, როცა სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზად სწორედ ჯანმრთელობის პრობლემას მიუთითებს.

„ზოგადი სისუსტე აქვს, დასუსტებულია, აღნიშნავდა, რომ ჰქონდა უმადობა, ოფლიანობა, უძილობა. შესაბამისად, მივმართეთ დაწესებულებას და შემდეგში, რენტგენის ქვეშ გააკონტროლებენ. წინა პატიმრობის დროს ტუბერკულოზი აქვს გადატანილი და ეჭვი აქვს, რომ შეიძლება ისევ ტუბერკულოზი ჰქონდეს“, - აცხადებს პაპოშვილი.

ის გამორიცხავს ნებიერიძის მხრიდან სასამართლოში არგამოცხადების მიზეზად საქმის გაჭიანურებას.

„გაჭიანურების მიზანი მას არ აქვს, სურვილი ჰქონდა გამოცხადებულიყო და შემდეგ სხდომაზე ალბათ, გამოცხადდება. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. დღეს დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. ასევე დაიკითხა მასწავლებელიც, რომელთანაც ბავშვი უნდა გამოცხადებულიყო და არ გამოცხადებულა", -განაცხადა პაპოშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 18 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა