სალომე სამადაშვილი ზალკალიანს - ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რა ცოტა დრო დაუთმეთ რუსეთზე საუბარს - ეს მაგონებს ბავშვის სტრატეგიას, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს

ჩემი გაოცება განსაკუთრებით იმან გამოიწვია, რაოდენ ცოტა დრო დაუთმეთ რუსეთზე საუბარს. მე ეს მაგონებს ბავშვის სტრატეგიას, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს, რადგან არ იცის როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს პარლამენტში გამოსვლისას.

სალომე სამადაშვილმა კითხვით მიმართა მინისტრს, არის თუ არა იმის დრო, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ საუბარი დაიწყოს რუსეთთან სანქციების რეჟიმის დაწესებაზე.

„გისმენდით და სიმართლე გითხრათ ჩემთვის ცოტათი უცნაური იყო, რადგან ქვეყნისთვის, რომლის საგარეო პოლიტიკაც ჩიხში არის შესული, სურვილებს, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, მე პირადად სტრატეგიად ნამდვილად ვერ ჩავთვლიდი.

მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს თქვენი სტრატეგია, რუსეთი რჩება ჩვენი სახელმწიფოს მთავარ გამოწვევად, მათ შორის გლობალურად.

მე მაინტერესებს, თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს მიგაჩნიათ, თუ არა დღეს, როდესაც უკვე მერამდენედ ჩვენი მოქალაქე ხდება მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის, არის თუ არა დრო, საქართველომ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ როდესაც საუბარია რუსეთთან სანქციების რეჟიმის დაკისრებაზე, ეს სანქციების რეჟიმი უნდა დაუკავშირდეს სწორედ შეუსრულებელ ვალდებულებებს, რომელიც რუსეთმა აიღო საკუთარ თავზე 2008 წელს. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ისაუბროთ წარმატებაზე, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მეგობრის მიერ დაწერილი რეზოლუციაც კი, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, არ საუბრობს სანქციებზე, რადგან ამაზე არ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება. სანამ არ ისაუბრებს ამაზე საქართველოს ხელისუფლება, ამას არავინ სხვა არ გააკეთებს. მაინტერესებს პასუხი ამაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან მინისტრს დაუსვა შეკითხვა, როგორც ფიქრობს, უნდა შეწყდეს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა