ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I კვარტალის III კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, განახლდება კიბეები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, განთავსდება საპარკე სკამები და ურნები.

გარდა ამისა, სკვერი განათდება და გამწვანდება - დაიგება ბალახის საფარი, დაირგვება დეკორატიული ხეები და ბუჩქები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, პროექტის დეტალები განიხილა.

„ვაკის რაიონში არსებული სკვერების მოწესრიგებას განვაგრძობთ. ვაჟა-ფშაველას I კვარტალში დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. ეს ტერიტორია იმ დიდი სკვერის გაგრძელებაა, რომლის ნაწილი გასულ წელს მოვაწესრიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული და მათ რჩევებს აუცილებლად ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

მერიის ინფორმაციით, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგი“ აწარმოებს, პროექტის ღირებულება კი დაახლოებით, 250 000 ლარზე მეტს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა