გიგა ბოკერია დავით ზალკალიანს - დოკუმენტში გიწერიათ, რომ ფოკუსირებას აპირებთ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე და შვიდი თვეა საფრანგეთში ელჩს რომ ვერ ნიშნავთ, მანდ რას აპირებთ?

რვა თვის შემდეგ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ელჩს რომ დანიშნავთ, მერე მობრძანდით და კოსმოსის მილიტარიზაციაზე მოგვახსენეთ თქვენი გეგმები, - ამ განცხადებით “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მიმართა, რომელმაც საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგინა.

“დოკუმენტში ძალიან ვრცლად გიწერიათ საფრანგეთის მნიშვნელობაზე, მასთან ორმხრივ ურთიერთობაზე, შექმნილია სპეციალური დიალოგი... ხომ ვერ მეტყვით, ვინ არის საფრანგეთში საქართველოს ელჩი? ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ ფოკუსირებას აპირებთ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე და შვიდი თვეა საფრანგეთში ელჩს რომ ვერ ნიშნავთ, მანდ რას აპირებთ?! კოსმოსის მილიტარიზაციაზე რა პოზიცია გაქვთ - მონაწილეობის მიღებას აპირებთ კოსმოსის მილიტარიზაციაში თუ მილიტარიზაციის წინააღმდეგ?“, - მიმართა კითხვით ბოკერიამ დავით ზალკალიანს.

დეპუტატის პასუხად ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ელჩი საფრანგეთში საქართველოს დიდი ხანია არ ჰყავს და მიდის მუშაობა კვალიფიციური კანდიდატურის შერჩევაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს