გიგა ბოკერიას მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დასმულ კითხვებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მცირე ხმაური მოჰყვა

„ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის მისამართით დასმულ კითხვებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მცირე ხმაური მოჰყვა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ გიგა ბოკერიას მოუწოდა, არსებული წესის მიხედვით დაესვა ყველა შეკითხვა, რაც მას ჰქონდა და შემდეგ დალოდებოდა მინისტრის პასუხებს. გიგა ბოკერიამ დავით ზალკალიანს იმის შესახებ დაუსვა კითხვა, რატომ არ არის 8 თვის განმავლობაში საფრანგეთში საქართველოს ელჩი დანიშნული მაშინ, როდესაც 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტში კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზეა საუბარი. მანამდე ბოკერიამ მინისტრს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ ჰკითხა.

გიგა ბოკერიას მიერ დასმულმა კითხვებმა უმრავლესობის სხვა დეპუტატების უკმაყოფილებაც გამოიწვია, რაზეც ბოკერიამ მათ მოუწოდა, ნუ ჩაერეოდნენ მისთვის გამოყოფილ დროში.

„მე რა და როგორ მაინტერესებს, ამას მე განვსაზღვრავ. მე ხომ არ ვერევი თქვენს უაღრესად მწვავე კითხვებში. ჩემი დროა და ნუ ჩაერევით. ჩვენ და მინისტრი გადავწყვეტთ თვითონ,"- მიმართა ბოკერიამ უმრავლესობის დეპუტატებს.

„თქვენ რით ხართ სხვებისგან განსხვავებული, გამაგებინეთ. თქვენს დროს გაცდით. როგორც შევთანხმდით ყველასთან, ისე დასვით სამ-სამი კითხვა და გასცემს მინისტრი პასუხს," - მიმართა სოფიო ქაცარავამ გიგა ბოკერიას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა