გიგა ბოკერია ზალკალიანს - რატომ არ არის შეყვანილი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ არც ერთი რუსეთის ოფიცერი დღემდე მთავრობის მიერ?

რატომ არ არის შეყვანილი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში“ არც ერთი რუსეთის ოფიცერი დღემდე მთავრობის მიერ? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას.

„თქვენ ალბათ იზიარებთ „ევროპული საქართველოს“ პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაცია არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად, როგორც საოკუპაციო ძალა არსებულ ვითარებაზე. თქვენ იზიარებთ ჩვენ პოზიციას, რომ პოლიტიკური ფასის გაზრდა რუსეთის ფედერაციისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც ხელს აფარებდა რუსეთის ფედერაციიდან ამ სასტიკ მკვლელობებს - ოთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლელობას, ნებისმიერ სხვა ძალადობას, არის ერთ-ერთი შემაკავებელი მექანიზმი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ის ასევე დაინტერესდა, დოკუმენტში, რომელსაც დღეს კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რატომ არაფერი წერია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“.

„თქვენ ტრიბუნიდან ამაზე გვესაუბრეთ და აქ მოგვიტანეთ დოკუმენტი, რომელშიც არაფერი წერია“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს