დავით ზალკალიანი არ ფლობს ინფორმაციას, იგეგმებოდა თუ არა ირაკლი ალასანიას დაკავება

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ ფლობს ინფორმაციას, იგეგმებოდა თუ არა პარტიის ყოფილი ლიდერის ირაკლი ალასანიას დაკავება.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ის აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებული არ არის. ხოლო კითხვაზე, ე.წ. კაბელების საქმე იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული, პასუხის გაცემისგან ზალკალიანმა თავი შეიკავა.

გუშინ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი ალასანიას დაკავება იგეგმებოდა.

დღეს „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ეს დაადასტურა ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ "კაბელების საქმეს" იყენებდა, რათა მომხდარიყო ირაკლი ალასანიას დაკავება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ივანიშვილს არ გამოუვიდა, რადგან მოტივი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური იყო.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო