რომან კაკულია ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. ასევე, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავებს შორის საქმიან ურთიერთობაზე და ყველა ამ მიმართულებით დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, საქართველოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა