საქართველოს ეროვნული ლატარია მომენტალურ ონლაინ გათამაშებებს იწყებს

14 მარტიდან, ლატარიის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, უკვე ონლაინ, www.lotto.ge-ზე, ითამაშონ 16 მომენტალური ლატარია და გახდნენ სხვადასხვა რაოდენობის თანხის მფლობელები.

საქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციით, ისინი მაქსიმალურად აფართოებენ გათამაშებების პორტფოლიოს, კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომსა და საინტერესოს ხდიან მათ და კიდევ უფრო მეტად ზრდიან მოგებების შესაძლებლობებს.

„14 მარტიდან საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებელს ონლაინ 16 მომენტალურ გათამაშებას სთავაზობს. კერძოდ, აკვარიუმი, არაბესკა, საახალწლო საჩუქრები, ველური დასავლეთი, პირამიდა, ჩაძირობანა, განგსტერები, სუპერ 7, კალათბურთი, ფეხბურთი, ჰოკეი, იღბლიანი 7, სამეფო საგანძური, ოქროს ბანკი, ვეგასი, იღბლიანი ბორბალი.

მომენტალური ონლაინ თამაშებისთვის მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე: http://www.lotto.ge მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, გაიაროს ვერფიცირება პირადობის ასლის გამოგზავნით მეილზე: id@lotto.ge, რის შემდეგაც მომხმარებელი შეძლებს ნებისმიერი სახის Visa ბარათით, Unypay-ს საშუალებით ან TBCpay-ის აპარატით შეავსოს ელექტრონული საფულე და დაიწყოს თამაში.

გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს