დავით ზალკალიანი - ეს დისკუსია სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმები ოპონენტებს

ეს დისკუსია სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმები ოპონენტებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის აზრით, მიუხედავად ოპოზიციის მწვავე კითხვებისა, მისთვის ეს შეხვედრა სასარგებლო იყო.

„მნიშვნელოვანი იყო პარლამენტთან ჩემი დღევანდელი შეხვედრა, სადაც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ყველა ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრე. ეს დისკუსია სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმები ოპონენტებს. რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს, შესაძლოა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე არა, რაც არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია, მაგრამ ამ მიზნისკენ მიმავალ გზებსა და ფორმებზე გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მთავარია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ბუნებრივია, ეს შეხვედრა ჩემთვის იყო ძალიან სასარგებლო,"-

განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარდგენა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს