დიმიტრი ცქიტიშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში შეხვედრებს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტის წევრი ორმხრივ შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენლის ოფისში გამართავს.

გარდა ამისა, დიმიტრი ცქიტიშვილი შეხვედრას ვერმონტის შტატის სენატორ, ბერნი სანდერსის ოფისშიც გეგმავს.დიმიტრი ცქიტიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს ამერიკის პროფესიულ კავშირებში (AFL-CIO) და ამერიკულ სოლიდარობის ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში შექმნილი შრომით საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. აქედან გამომდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ შრომითი კანონმდებლობა, კერძოდ კი, შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და შრომის ინსპექცია იქნება. ცქიტიშვილის გარდა, შეხვედრებს ქართული მხრიდან ასევე დაესწრებიან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, გიორგი ციკოლია და საქართველოს კონსული აშშ-ში, ლევან ბერიძე.

ვაშინგტონში ვიზიტამდე დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას, ნიუ-იორკში დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა