გიორგი ქობულიამ „ტოშიბას“ საქართველოში წარმოების გახსნა და რეგიონული ოფისის ამოქმედება შესთავაზა

იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია „ტოშიბას“ უფროს მმართველ დირექტორს სატოჩი ცუნაკავას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის უფროს მმართველ დირექტორს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„აღინიშნა ის უპირატესობები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე, ბიზნეს-მეგობრული კანონმდებლობის სახით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, რომლებშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

ქართულმა მხარემ „ტოშიბას“ პროდუქციის საქართველოში წარმოება, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის გახსნა და რეგიონული სათაო ოფისის ამოქმედება შესთავაზა. იაპონური კორპორაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა აღნიშნული შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მასზე დაყრდნობით მოკვლევას განახორციელებს.

შეხვედრაზე „ტოშიბას“ მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ იაპონური კორპორაცია მსოფლიოში ენერგოტურბინების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ამდენად, „ტოშიბა“ გეგმავს, საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებითაც შეისწავლოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა