დავით ზალკანიანი ე.წ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადატანას არ ეთანხმება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ე.წ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადატანას არ ეთანხმება.როგორც დავით ზალკანიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის ფუნდამენტურ საკითხებს, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, ჟენევის ფორმატი ითვალისწინებს, ხოლო აბაშიძე-კარასანისის ფორმატი სხვა სახის მოლაპარაკებებს ისახავს მიზნად. მინისტრის განცხადებითვე, აღმიშნული ფორმატის შემუშავების დროს, სწორედ ოპოზიციის მოთხოვნაც იყო, რომ ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი ყოფილიყო.

„როდესაც ყალიბდებოდა აბაშიძე- კარასინის ფორმატი, იყო მოთხოვნა, ცალკე ყოფილიყო ეს ფორმატი, ახლა შეცვალეს პოზიცია და ამბობენ, საგარეოს საქმეთა სამინისტროს დაექვემდებაროსო. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასევე იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნება, ძალის არგამოყენება, ამ საკითხებზე ჟენევის ფორმატით ვმუშაობთ“, - აღნიშნა დავით ზალკანიანმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა