სერგი კაპანაძე - შემუშავებული გვაქვს კრიტერიუმები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ალბათობას, რომ კლანმა  თავისი მოსამართლეები გაიყვანოს

შემუშავებული გვაქვს კრიტერიუმები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ალბათობას, რომ მურუსიძემ, ჩინჩალაძემ ან „ქართული ოცნების“ დომინანტმა კლანმა თავისი მოსამართლეები გაიყვანოს მარტო იმიტომ, რომ ასე სურს ივანიშვილს “, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატის სერგი კაპანაძე მათ მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელის მოსმენაც ხვალ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე მოხდება.

სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად არის შეჯერებული.

„ინიციატივა, რომელიც ევროპულმა საქართველომ შეიტანა პარლამენტში მოსამართლეების განწესების წესთან დაკავშირებით, ეყრდნობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგებს. პრაქტიკულად, ეს ინიციატივა ზრდის იმის შანსებს, რომ კლანის მიერ ნომინირებული მოსამართლეები არ მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში. შემუშავებული გვაქვს კრიტერიუმები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ალბათობას, რომ მურუსიძემ, ჩინჩალაძემ ან „ქართული ოცნების“ დომინანტმა კლანმა თავისი მოსამართლეები გაიყვანოს მარტო იმიტომ, რომ ასე სურს ივანიშვილს“, - აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე ხვალ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატები „ქათული ოცნების“, ეკა ბესელიას და „ევროპული საქართველოს“ ინიციატივებს განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა