წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ადვოკატი - საქმეში ერთი უტყუარი მტკიცებულებაც არ არსებობს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეში ერთი უტყუარი მტკიცებულებაც არ არსებობს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა დადასტურდება.

როგორც კაკაბაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ის სასამართლოს მხრიდან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

„ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება სადაოდ გავხადეთ, ჩვენ მზად ვართ, რომ არსებითი განხილვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა, მოწმეების დაკითხვა დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მტკიებულებათა გამოკვლევის შემდეგ, სასამართლო მივა ერთადერთ, სწორ დასკვნამდე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გრიგოლ ივანეიშვილი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. იმისათვის, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს, აუცილებელია არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ საქმეში არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ერთი უტყუარი მტკიცებულებაც არ არსებობს. ბრალდების მხარემ თავად წარმოადგინა უამრავი მტკიცებულება, რომლითაც ცალსახად დასტურდება ბრალებულის უდანაშაულობა“, - აცხადებს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა