მერების შეთანხმების ინიციატივის ფარგლებში შეხვედრა ხვალ გაიმართება

მერების შეთანხმების ხელმომწერი საქართველოს თვითმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერების, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორების და შეთანხმების მხადამჭერების პირველი სამუშაო შეხვედრა ხვალ სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგოეფექტურობის ცენტრიდან აცნობეს.

როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს მუნიციპალური განვითრების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა იქნება.

„2010 წლიდან, მას შემდეგ რაც თბილისი მიუერთდა ევროკავშირის ინიციატივას საქართველო, ჩაერთო „მერების შეთანხმებაში“. ამ ინიციატივას მიერთებული მხარეები ადასტურებენ საკუთარ დაინტერესებასა და მზაობას გარკვეული წვლილი შეიტანონ ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილების საქმეში საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. დღეისათვის, საქართველოში, მერების შეთანხმებას 23 მუნიციპალიტეტია მიერთებული, რომლებმაც ნებაყოფლობით აიღეს ვალდებულება, შეამცირონ ნახშირორჟანგის ემისიების 20-30% 2020-2030 წლებში.

მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა მოიაზრება როგორც წევრთა წინაშე არსებული პრობლემებისა და ბარიერების განსახილველი სადისკუსიო კლუბი, ინფორმაციის მრავალარხიანი ჰორიზონტალური მიმოცვლის ფორუმი, სადაც განისაზღვრება და მოხდება შესაბამისი ეროვნული, რეგიონალური თუ მუნიციპალური ქმედებების ინიცირება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერები, მერებეის შეთანხმების ეროვნილი კოორდინატორებების- საქართველოს მდგრადი განვითრებისა და ეკონომიკის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მერებეის შეთანხმების ტერიტორიული კოორდინატორებ- სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, მერების შეთანხმების მხარდამჭერი ორგანიზაციების- ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაციის-წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისარებად აგრეთვე მოწვეულნი არიან საქართველოში ევროკომისიის და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მუნიციპალური განვითრების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 15 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, 10:00-14:00, მისამართზე - თბილისი, თავისუფლების მოედანი #4. შეხვედრა მედიის წარმომაგენლებთან გაიმართება -11:30-12:00.

მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის შეხვედრა ტარდება მერების შეთანხმება აღმოსავლეთით (CoM East) „EU4Energy“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირის მხარდაჭერას ენერგომიწოდების, ენერგოუსაფრთხოების და ურთიერთკავშირების გაუმჯობესებისთვის და ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიისწყაროებისდანერგვისათვის. ამ მიზნით პროგრამა აფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნის ენერგოდამიკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახდის ენერგიის მიწოდებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შეამცირებს ენერგეტიკულ სიღარიბეს და ენერგოგადასახადებს, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის“, - ნათქვამია ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს