გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2019 წელს დაგეგმილ ტენდერებს სამშენებლო კომპანიებს გააცნობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2019 წელს დაგეგმილ ტენდერებს სამშენებლო კომპანიებს გააცნობს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. ღონისძიების ფარგლებში წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს დაგეგმილი ტენდერის დეტალებს გააცნობენ, რათა სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. შეხვედრა 15 მარტს სასტუმრო „რესპუბლიკა“-ში გაიმართება.

„კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილეებთან ერთად საერთაშორისო სამშენებლო და ადგილობრივ კომპანიებს 2019 წლის დაგეგმილი ტენდერების ზოგად დეტალებს გააცნობს. ასევე, ისაუბრებს მიმდინარე წლის დაგეგმილ, ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

საინფორმაციო და ღია ფორმატის შეხვედრის მიზანია დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებს მისცეს შესაძლებლობა ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტების შესახებ ზოგად ინფორმაციას. კომპანიამ კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოს ღია და თანაბარი პირობები, რათა სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს“, - აღნიშნულია წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს