საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე მარშალის კუნძულების საგარეო საქმეთა და სავაჭრო საკითხთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მარშალის კუნძულების საგარეო საქმეთა და სავაჭრო საკითხთა მინისტრთან ჯონ სილკთან შეხვედრა გამართა, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მარშალის კუნძულებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

„მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის ფორმატები. ჯონ სილკმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მარშალის კუნძულების პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე, ასევე ოკეანეებისა და ზღვების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებაზე.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება მარშალის კუნძულების მთავრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

2019 წლის 11-15 მარტს, საქართველოს დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW63) 63-ე სესიის ფარგლებში.“-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა