სოფიო ქაცარავა - ხელისუფლებას ყველა ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს

ხელისუფლებას აქვს ძალიან სწორი, ძალიან მტკიცე და ძალიან პრინციპული პოზიცია ყველა იმ ინციდენტთან და ყველა იმ ძალიან ცუდ, ტრაგიკულ შემთხვევასთან, მათ შორის, გატაცებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან გადაცემაში განაცხადა, ოკუპირებული გალის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, ქაცარავას განცხადებით, აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებას პრინციპული პოზიცია ექნება.

„დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს გარდა იმისა, რაც საჯაროდ განვაცხადეთ მეც და ჩემმა კოლეგებმაც. უნდა დაველოდოთ პირველად დასკვნას. თუმცა, პოზიცია იქნება ძალიან მკაცრი და პრინციპული. ეს ის თემებია, როცა ხელისუფლებას შეხსენება არ სჭირდება. ოპოზიციიდან საჯაროდ კოლეგები ყოველთვის განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ, თუმცა, ძალიან ხშირად ოპოზიციასთან, კოლეგებთან ერთად, დელეგაციებს როცა ვხვდებით, საერთაშორისო შეხვედრებს ვგულისხმობ, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეებში, ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ეს არის პირველი საკითხი, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ვაყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატებში. მე ვიტყოდი, ხელისუფლებას აქვს ძალიან სწორი, ძალიან მტკიცე და ძალიან პრინციპული პოზიცია ყველა იმ ინციდენტთან და ყველა იმ ძალიან ცუდ და ტრაგიკულ შემთხვევაშთან მიმართებაში, მათ შორის, გატაცებებთან დაკავშირებით. რუსეთს აოკუპირებული აქვს რეგიონები და სამწუხაროდ, არ არსებობს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმი, რომელსაც ექნება რაიმე დაშვება ამ ტერიტორიებზე. ესეც აისახა ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე დარღვევები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში“, - განაცხადა ქაცარავამ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს