სოფიო ქაცარავა - თავშესაფრის მაძიებელი ვერ მიიღებს თავშესაფარს შენგენის ზონაში  და ამით საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციას

ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჩვენი მოვალეობაა, კიდევ ერთხელ და ყოველდღიურად შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს ეს დიდი მონაპოვარი და ეს არ არის უბრალო სიტყვები - ამას ბევრი სიკეთე მოყვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ქაცარავამ განაცხადა, საჭიროა, მოქალაქეებს შეახსენონ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი ვერ მიიღებს თავშესაფარს და ამით საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციას.

„მთავარი, რაც უნდა იცოდნენ, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ შენგენის ზონაში ვერ მიიღებენ თავშესაფარს. ეს აუცილებელად უნდა იცოდნენ, რომ ,ერთი მხრივ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები იმ შედეგისგან, რა შედეგიც დგება ხოლმე მაშინ, როცა თავშესაფრის მოთხოვნით მიდიან შენგენის ზონაში და მეორე, ჩვენი ქვეყანა და ვიზალიბერალიზაცია დავიცვათ იმ საფრთხისგან, რაზეც პერიოდულად საუბარია ხოლმე. ვიტყვი იმას, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ჩვენი მოვალეობაა, კიდევ ერთხელ და ყოველდღიურად შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს ეს დიდი მონაპოვარი და ეს არ არის უბრალო სიტყვები, ამას ბევრი სიკეთე მოყვება. ვიცით, რა სიკეთეც არის ის, რომ ქვეყანას აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან. მეორე ეტაპია, კიდევ უფრო მეტად უნდა ავხსნათ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული ბევრი ქვეყნის მიერ ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელი ვერ მიიღებს თავშესაფარს და ამით საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციას“, - განაცხადა ქაცარავამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო