16 წლის სკოლის მოსწავლე ნობელის პრემიაზე წარადგინეს

შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ის ეწევა ახალგაზრდებს შორის კლიმატის ცვლილებების საკითხზე. ამის შესახებ „თაიმი“ იუწყება.

16 წლის სკოლის მოსწავლის ნობელის პრემიაზე ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატებმა წარადგინეს.

„ჩვენ გრეტა წარვადგინეთ, რადგან კლიმატური საფრთხე შესაძლოა ომებისა და კონფლიქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდეს. გრეტას მიერ დაწყებული მასობრივი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია მშვიდობის საკითხში“, - განაცხადა დეპუტატმა ფრედი ანდრე ოვსტეგაარდმა.

ჟურნალმა „თაიმმა“ გრეტა ტუნბერგი 2018 წლის ერთ-ერთ გავლენიან მოზარდად დაასახელა. ის სიტყვით გამოვიდა გაეროს კლიმატთან დაკავშირებულ კონფერენციაზე და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც განაცხადა, რომ „ლიდერები უნდა იქცეოდნენ ისე, თითქოს სახლში ხანძარია, რადგან ეს მართლაც ასეა“.

ის ერთი თვის განმავლობაში მართავდა ერთკაციან საპროტესტო აქციას შვედეთის პარლამენტის წინ მოთხოვნით, მეტი ძალისხმევა დაეთმოს კლიმატური ცვლილებების საკითხს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო