ვენესუელა ყველა ამერიკელმა დიპლომატმა დატოვა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ამერიკელმა ყველა დიპლომატმა, რომლებიც ვენესუელაში იმყოფებოდნენ, ქვეყანა უკვე დატოვა.„ამერიკელი დიპლომატები მისიას სხვა ადგილებიდან განაგრძობენ, საიდანც ისინი ვენესუელელ ხალხს ასევე დაეხმარებიან ჰუმანიტარული ტვირთების მართვაში და განაგრძობენ დემოკრატი მოღვაწეების მხარდაჭერას, რომლებიც უშიშრად უწევენ წინააღმდეგობას ტირანიას... ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენი დიპლომატიური ყოფნის განახლებას, როგორც კი მოხდება ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა“ , - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ცნობილია, რომ 12 მარტს ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ყველა ამერიკელ დიპლომატს ქვეყნის 72 საათის განმავლობაში დატოვებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, კარაკასი განწყობილია ვაშინგტონთან დიალოგისთვის, თუკი ასეთი ურთიერთთანამშრომლობა დაფუძნებული იქნება „თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს