სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვარაუდობენ, რომ უმაღლესი სასწავლებლები კუთვნილ 182 ავტომობილს არ იყენებენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2015-2017 წლების აქტივების მართვის შესაბამისობა შეისწავლა.ანგარიშის მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხულ 182 ერთეულ ავტომობილზე საწვავის ხარჯი არ ფიქსირდება. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ პერიოდში ეს ავტომობილები არ გამოყენებულა.

ამას გარდა, აუდიტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია უმაღესი სასწავლებლების მიერ 133 ერთეული ავტომობილის შეკეთება .

„აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ 133 ერთეული ავტომობილის შეკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნევა, 15 ერთეული მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი არსებობა არ დასტურდება. მოცემული დანაკლისების მიხედვით, მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დიდი რაოდენობით ამორტიზებული და დაუტვირთავი ქონების არსებობაზე მიუთითებს.

უფრო კონკრეტულად, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, უნივერსიტეტებს ბალანსზე ერიცხებათ 81 ერთეული 1 934 191 ლარის ღირებულების ფიზიკურად ამორტიზებული, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა-ნაგებობები, რომლებიც აღდგენას და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარება და ქონება, რომელსაც ნივთობრივ-მატერიალური ფორმა აღარ გააჩნიათ, ასევე უნივერსიტეტების ბალანსზეა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული 9 ერთეული შენობა-ნაგებობა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკურად ამორტიზებულ, ადმინისტრაციული და საოპერაცო მიზნებისათვის გამოუყენებელ ქონებას არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი, სახელმწიფო ქონება არაეფექტიანად იყო გამოყენებული.

უწყება სახელმწიფოს და უმაღლეს სასწავლებლებს რეკომენდაციას აძლევს, აქტივების სტრუქტურის გაუმჯობესების და არამწარმოებლური ზედნადები ხარჯების შემცირების მიზნით, ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე განხოციელდეს ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო