ექსპერტი - ირაკლი კვარაცხელიას  სხეულზე  ღარი აქვს რაღაც ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა

ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე სტრანგულაციური ღარი აქვს რაღაც ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა. აღებულია ქსოვილოვანი მასალა, გაგზავნილია ლაბორატიორიაში კვლევისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მათი ცენტრი კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა.

„ვინაიდან, ფაქტი ირაკლი კვარაცხელიას პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მოხდა,დადგინდება, იყო ეს თვითმკვლელობა თუ სხვა რამ. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან მათ მიერ ოკუპირებულ ტერიოტირიაზე მოხდა ეს მძიმე ფაქტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობა უნდა ვივარაუდოთ, რამაც ის თუნდაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ცენტრი „ემპათია“ კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზას ჩაატარებს სისხლის სამართლის ყველა მასალის და ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით. ამის შემდეგ უკვე გამოიკვეთება რა და როგორ იყო“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელსაც ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტი ესწრებოდა. თავად „ემპათია“ კომპელქსურ ექსპერტიზას დამოუკიდებლად ჩაატარებს.

28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო