სახელმწიფო აუდიტი - მოიჯარის მიერ   ტექნიკური უნივერსიტეტის ფართის  არამართლზომიერი გამოყენების გამო, უნივერსიტეტმა 71 800 ლარის შემოსავალი ვერ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2015-2017 წლების აქტივების მართვის შესაბამისობა შეისწავლა.ანგარიშის მიხედვით, შეუსაბამობაა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იჯარით გაცემულ და მოიჯარის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართებს შორის. კერძოდ,შპს „ვილა ძარას“ მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი შენობის არამართლზომიერი გამოყენების გამო, უნივერსიტეტმა 71 800 ლარის შემოსავალი ვერ მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შპს „ვილა ძარა“ სარგებლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის III და IV კორპუსებს შორის საიჯარო ფართის თავზე მოწყობილი 96.12 კვ.მ ე.წ. „ანტრესოლით“ ,ასევე უნივერსიტეტსა და შპს „ვილა ძარას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით , კომპანიას სტუ-ს VII სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე მდებარე 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართით უნდა ესარგებლა, თუმცა ამის ნაცვლად, კომპანია ფაქრობრივად სარგებლობდა 135.17 კვ.მ ფართით.

„შპს „ვილა ძარა“ არამართლზომიერად ფლობდა და ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებდა სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილ 131.29 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს. შედეგად, სავარაუდოდ მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 71.8 ათასი ლარი,”-აღნიშნულია ანგარიშში.

ამას გარდა, სახელმწიფო აუდიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ საიჯარო აუქციონებში უკონკურენტო გარემოსა და ხარვეზებზე მიუთითებს.

უფრო კონკრეტულად უნივერსიტეტმა III – IV კორპუსებში კვების ობიექტის მოსაწყობად 10 აუქციონი გამოაცხადა, რომლებიც აუდიტის ცნობით, აუქციონში მონაწილეობის პოტენციური მსურველებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებებს შეიცავდა.

ანგარიშის მიხედვით, 10-ივე აუქციონზე მონაწილეობდა ერთადერთი კომპანია - შპს „ვილა ძარა“, ამიტომ სწორედ ის გამოცხადდა გამარჯვებულად . კომპანიას ვალდებულება- მოეწყო აღნიშნულ ფართებზე კვების ობიექტები, შესრულებული არ აქვს და ამის ნაცვლად უნივერსიტეტის საიჯარო ფართს საოფისე საქმიანობისთვის იყენებდა. უნივერსიტეტს არ ჩაუტარებია იმის მონიტორინგი, ასრულებდა თუ არა კომპანია საიჯარო ვალდებულებას და ამასთან არც ჯარიმა დაკისრებია ხელშეკრულების დარღვევისთვის.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, კომპანია საიჯარო ქირის საფასურს სისტემატურად ვადაგადაცილებით იხდიდა, თუმცა უნივერსიტეტს სანქციები არც ამ შემთხვევაში გამოუყენებია . სულ, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის შპს „ვილა ძარას“ გადასახდელი აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება საიჯარო ქირის მიხედვით − 233 410 ლარი და პირგასამტეხლო საიჯარო ქირის გადახდის ვადის დარღვევაზე -− 38 360 ლარი.

ამასთან , აუდიტის სამსახურის მონაცემებით, შპს „ვილა ძარამ“ უკონკურსოდ გაიმარჯვა 2014 წელს უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, რის შედეგადაც იჯარით 1051 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გადაეცა.მიუხედავად იმისა, რომ იჯარის ვადა 2015 წელს ამოიწურა, კომპანია მიწის ნაკვეთით სარგებლობას განაგრძობდა.

როგორც სახელმწიფო აუდიტმა გაარკვია, აღნიშნული კომპანიის მფლობელები და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმებული პირები ახლო ნათესავები არიან.

„ შპს „ვილა ძარა“ და ქვემოიჯარეები, წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს და აფილირებული არიან სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ვინაიდან პირები, რომლებიც შრომით ურთიერთობაში არიან ან იყვნენ უნივერსიტეტთან, ამავდროულად წარმოადგენენ მოცემული კომპანიების პარტნიორების ახლო ნათესავებს. შპს „ვილა ძარას“ 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის მესაკუთრის ახლო ნათესავები დასაქმებული არიან სსიპ − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შედეგად გაიზარდა შეთანხმებული ქმედების შესაძლებლობა და ჩამოყალიბდა კონკურენციაშემზღუდველი სააუქციონო პირობები,”-აღნიშნულია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა