Caucasus Build 2019 - სამშენებლო სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება 11-14 აპრილს გაიმართება

სამშენებლო აღჭურვილობა და ტექნიკა, სარემონტო მასალები, არქიტექტურული თუ საინჟინრო მომსახურება, ინტერიერის დიზაინი და ა.შ - მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენა საუკეთესო შესაძლებლობაა დეველოპერული კომპანიებისთვის პარტნიორების აღმოსაჩენად.

Caucasus Build 2019 11-14 აპრილს გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 15 ქვეყნის 200-მდე კომპანია მიიღებს.

გამოფენაში მრავალი უცხოური კომპანია მონაწილეობს, რომლებსაც საქართველოში წარმომადგენლობა არ აქვთ და გამოფენის ფარგლებში საქართველოს ბაზრისთვის ახალ, ინოვაციურ პროდუქციასა და მასალებს წარადგენენ.

„გამოფენით ყოველწლიურად დეველოპერული კომპანიებიც ინტერესდებიან. გამოფენის ფარგლებში ისინი იწყებენ თანამშრომლობას სხვადასხვა კომპანიასთან. Caucasus Build-ის ფარგლებში წელსაც ვაპირებთ B2B შეხვედრების ორგანიზებას მონაწილეებსა და დაინტერესებულ ბიზნეს დამთვალიერებლებს შორის“, - ამბობს პროექტის მენეჯერი ელენე დათუსანი.

ორგანიზატორების თქმით, მშენებლობისა და ინტერიერის გამოფენა არის ადგილი, სადაც დარგის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან ხვდებიან ერთმანეთს, ამყარებენ ბიზნეს კონტაქტებს, ცვლიან ინფორმაციას და უზიარებენ ერთმანეთს ინოვაციებს სამშენებლო სფეროში, ხშირ შემთხვევაში კი ახალი პროდუქციის პრეზენტაციასაც აწყობენ. ახლად ჩამოყალიბებული კომპანიებისათვის კი, ეს არის შესაძლებლობა იპოვონ თავიანთი ადგილი ბაზარზე და შექმნან საწყისი პოზიცია ბიზნესის გასავითარებლად.

Caucasus Build 2019 11 აპრილს 10:30 საათზე გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში დამთვალიერებელს ექსპოჯორჯიას 4, მე-5, მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეში მიიღებს.

ბიზნესშეხვედრების დასაგეგმად, გთხოვთ დაუკავშირდეთ გამოფენების ცენტრ ექპოჯორჯიას: marketing@expogeorgia.ge

მისამართი: გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია, ა. წერეთლის გამზირი 118

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო