მამუკა ბახტაძე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც დღეს ტოკიოში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები იმ რეფორმებში, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად.

ხაზი გაესვა საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოკვეთას. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი იაპონიაში ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა