JETRO-ის პრეზიდენტი იასუში აკაჰოში - საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ იყოს ჩვენი საიმედო პარტნიორი - განვაგრძობთ ძალისხმევას, რომ იაპონურ ბიზნესს საქართველოში ინვესტირების სურვილი გავუღვივოთ

სამწუხაროდ, იაპონური კომპანიები სრულად ვერ აცნობიერებენ იმ პოტენციალს, რაც საქართველოს ბაზარს აქვს. ამიტომ, გავაგრძელებთ იაპონელი ხალხისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მათ საქართველოში ბიზნესის კეთების სურვილი გავუღვივოთ,- პრემიერ-მინისტრის პრესსამსასახურის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტმა იასუში აკაჰოშიმ საქართვეელო-იაპონიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ მსხვილ იაპონურ კომპანიას, როგორიცაა “ტოიოტა” უკვე მრავალი წელია, სარეალიზაციო ოფისი აქვს საქართველოში, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

გარდა ამისა, JETRO-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

“რა გახსენდებათ საქართველოს სახელის გაგონებისას?! 8000-წლიანი და მსოფლიოში უძველესი ქართული ღვინო თუ კავკასიის წყალუხვი მდინარეებიდან მომდინარე მინერალური წყალი, რაც უკვე იაპონიის სავაჭრო ობიექტების დახლებზეა?! თუ ორთაბრძოლების ისტორია, რადგან კავკასიაში ქართველი ერი აღმერთებს ორთაბრძოლების სულისკვეთებას?! საგაზაფხულო ტურნირი ამჟამად იმართება ოსაკაში და მასში ქართველი ათლეტები მონაწილეობენ სუმოისტ ტოჩინოშინთან და გაგამარუსთან ერთად. თუ ბიზნესზე ვისაუბრებთ, სამ ძირითად ფაქტორზე მსურს ყურადღების გამახვილება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, საქართველო ყველა რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს, მათ შორის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო ინიციატივა, მათ შორის ანტიკორუფციული ზომები ქმედითია. საერთაშორისო კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, უცხოეთში ბიზნესის წარმოებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გამჭვირვალობას. ამ მიმართულებით, საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ საიმედო პარტნიორი იყოს ჩვენთვის. გარდა ამისა, საქართველოში ბევრი საუბრობს ინგლისურად. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამთავრებული აქვს მსოფლიოში ცნობილი სასწავლებელი და ამერიკაშიც აქვს განათლება მიღებული. საერთაშორისო ბიზნესისთვის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხი წარმატების მომტანი ფაქტორია. ბოლო საკითხი, რაზეც მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, საქართველოს ადგილმდებარეობაა. ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ევროპაზე გასასვლელი გვექნება შავი ზღვის გავლით. კასპიის ზღვაც იქვეა, ცენტრალურ აზიაზე გასასვლელად. სამწუხაროდ, იაპონური კომპანიები სრულად ვერ აცნობიერებენ იმ პოტენციალს, რაც საქართველოს ბაზარს გააჩნია. ამიტომ, გავაგრძელებთ იაპონელი ხალხისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას, რათა მათ საქართველოში ბიზნესის კეთების სურვილი გავუღვივოთ”, - განაცხადა იასუში აკაჰოშიმ.

საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი ტოკიოში დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმში 150-ზე მეტი, მათ შორის 30-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა